სოფელ რუისპირში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სოფელ რუისპირში მკვლელობა გუშინ მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი სოფელ იყალთოში მცხოვრებმა პირმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, შემთხვევას პირებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ.
მოკლული მამაკაცი ავტომანქანების ყიდვა- გაყიდვის ბიზნესით იყო დაკავებული და ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა სწორედ ავტომობილის ყიდვასთან დაკავშირებით თანხის ნაწილში შეუთანხმებლობა გახდა.
მამაკაცი ჯერ სახლიდან გაიყვანეს, შემდეგ კი სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში მიაყენეს.