ახალი ამბები

3 ოქტომბერს თელავში ღვინის ფესტივალი ,,თელავინო 2020″ გაიმართება

3 ოქტომბერს, თელავში ტრადიციული ღვინის ფესტივალი ,,თელავინო 2020″ გაიმართება.
ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაცია.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ერეკლე მეორის მოედანზე (ძველი ბაღის მიმდებარე ტერიტორია) დაიწყება და სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო, ჭაჭა და ტრადიციული კერძები.

ასევე მოეწყობა სპეციალური პავილიონები, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ შეიძინონ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები და ადგილზე წარმოებული პროდუქცია. გაიმართება ასევე ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი.

ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ 2014 წელს დაფუძნდა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.