ახალი ამბები

სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების თქმით, 47 წლის მამაკაცი სოფელ იყალთოში მცხოვრებმა პირმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, შემთხვევას პირებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ავტომანქანების ყიდვა- გაყიდვის ბიზნესით იყო დაკავებული და ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა სწორედ ავტომობილის ყიდვასთან დაკავშირებით თანხის ნაწილში შეუთანხმებლობა გახდა.

მამაკაცი ჯერ სახლიდან გაიყვანეს, შემდეგ კი სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში მიაყენეს.

მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.