ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს
ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტ ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა. გერმანელი ტურისტი ცოლ- ქმარი, შავი კლდეების ტბაზე ღამეს ათევდა, სადაც ქალზე, სავარაუდო ძალადობა განხორციელდა.
ნაკრძალის ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ტურისტზე მოძალადე, ერთ- ერთი ადგილობრივია, რომელიც ტბაზე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა. მთელი დღის განმავლობაში ტარდება აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებები.