თელავში კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში კომპოზიტორის, ჯუმბერ სახეიშვილის საღამო ,,შენ გიმღერ ჩემო ქალაქო” გაიმართა.
ღონისძიებაზე კომპოზიტორის მიერ შექმნილი სიმღერები ადგილობრივმა მომღერლებმა შეასრულეს.
დამსწრე საზოგადოებას ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუზეუმის ფონდსაცავში დაცული თელაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან თელავის ისტორიული მუზეუმი და მუნიციპალიტეტის მერია.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური