თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა იზრდება
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მზარდი სტატისტიკა წელსაც დაფიქსირდა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასწავლო პროცესი 5 ოქტომბერს განახლდება.
,, დაწესებულება სტუდენტებს რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსებით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიებითა და განახლებული საგანმანათლებლო პროგრამებით შეხვდება.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ დინამიურად ვითარდება თესაუს საერთაშორისო პროგრამები და უცხოელი პარტნიორების რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. მზარდია, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცვლით პროგრამებში ჩართული სტუდენტებისა და აკადემიური პესრონალის რიცხვიც.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მზადება კოვიდპანდემიის პრევენციის და ახალი რეგულაციების დაცვის მიმართულებითაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აცხადებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.