ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტო, მავნებელი მწერის- „ მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.
სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა , პირველ ეტაპზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავებს ნინიგორის და ბაისუბნის თემში შემავალი სოფლების ტერიტორიებს, სადაც მავნებლის რიცხობრიობა მაღალია.
,,მავნებლის გამოჩენისთანავე, სააგენტოს მცენართა დაცვის სპეციალისტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც უკვე დაიგეგმა ღონისძიებები.
„მდელოს ფარვანა“, უკვე მრავალი წლის განმავლობაში, გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე. მას პერიოდულად, გამრავლების და რიცხოვნობის მკვეთრი გაზრდა ახასიათებს, რის საწინააღმდეგოდაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
იგი პოლიფაგი მწერია , რომელიც იკვებება და აზიანებს სხვადასხვა სახის მცენარეებსა და სასოფლო -სამეურნეო კულტურას. განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს”,– აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.