წნორში კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
წნორში დამატებით 1500 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წნორში მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების მიღება 11 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დაასრულოს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
,,სამუშაოების ფარგლებში 24 კორპუსში განთავსდება 500 მრიცხველი, კორპუსების წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400 მეტრია.
ინდვიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ, 1500-მდე ადგილობრივი ოჯახი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტი გახდება და სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ დასახლებას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება”,– აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.