სოფელ ტიბაანში კომპანია ,,ბუტრანა” შატოს მშენებლობას გეგმავს
კომპანიის დამფუძნებელი, ჯემალ ხატიაშვილი აცხადებს, რომ კომპლექსი 10 ჰექტარზე იქნება გაშენებული, რომელიც მოიცავს მარანს, სადეგუსტაციო სივრცეს და 115 ნომრიან სასტუმროს.
მისივე თქმით, პროექტის დასრულებას 2025 წლისთვის ვარაუდობენ.
„ბუტრანა“ ორი სახეობის ქვევრის ღვინოს საფერავს და რქაწითელს, 20–ზე მეტი სახეობის ყველს და სუფრის ყურძენს აწარმოებს.