კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა. სასტუმრო ღვინის მარანს, სარეკრეაციო და მოსასვენებელ სივრცეებს, 20 ნომერს და სამ სარესტორნო სივრცეს მოიცავს.
“ამპელოს” მშენებლობა ხუთი წლის წინ დაიწყო და ჯამურად 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
“ხუთი წლის წინ დაიწყო მარნის მშენებლობა და მშენებლობის პროცესში გადაწყდა, რომ აშენებულიყო სასტუმრო. შეიქმნა ძალიან დახვეწილი ქართული ბრენდი “ამპელო”, რომელიც თავის პირველ სტუმრებს ხვალიდან მიიღებს. ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 170 ლარი იქნება ყველა კატეგორიის ოთახის ფასი საუზმით ორ ადამიანზე. შემდეგ კი ფასი 300 ლარის ფარგლებში იმერყევებს, თუმცა გვექნება ძალიან ბევრი შეთავაზებები და აქციები და მაქსიმალურად მორგებული ვიქნებით ადგილობრივ მომხმარებელზე.
სასტუმრო განსაკუთრებულია იმით, რომ აქვს ულამაზესი ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონზე, ღვინის მარანი, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეები, კომფორტული ოთახები, 3 სარესტორნო სივრცე, სადაც ეთნო კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ სტუმრებს, ასევე ტერასები და ღია აუზი. მდებარეობს სოფელ კარდენახში ერთი ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე.“- განაცხადა bm.ge-თან საუბრისას HSC ჯგუფის პროექტების, გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმღვანელმა გვანცა გოგუამ.
სასტუმროსა და მარანი ჯამში 60 ადამიანი დასაქმდა.