თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება
ღვინის ეროვნული სააგენტო თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბს გახსნის.
შტაბს 21 აგვისტოს, პარასკევს, 12.00 საათზე, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრაზე განხილული იქნება 2020 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები.