ირაკლი ქადაგიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კამპანიის ფარგლებში 155 სოფლისა და 4 ქალაქის მოსახლეობას შეხვდება.
პირველი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კონდოლი იყო.
სოფელი კონდოლის შემდეგ, მაჟორიტარობის კანდიდატმა ქალაქ თელავში განაგრძო შეხვედრები მოსახლეობასთან.
შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან ძირითად გამოწვევად წყალმომარაგების გაუმჯობესება, გარე განათებისა და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება დასახელდა.