ახალი ამბები

თელავში პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიჭრა.

,, ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები იარაღით თამაშობდნენ.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთმა მოზარდმა შემთხვევით ისროლა.

დაშავებული ბავშვი რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება