ახალი ამბები

რთველის სუბსიდირებაში 20 000-მდე მევენახე ჩაერთვება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის რთველში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში 20 000-მდე მევენახე ჩაერთვება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუბსიდირების მიზანია, არ დარჩეს გადაუმუშავებელი ყურძენი, არ იზარალოს მევენახემ, არ მოუწიოს მას ყურძნის ჩაბარება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

,, ამასთან, მნიშვნელოვანია, მოხდეს ღვინის საწარმოების სტიმულირება, რათა მათ შეძლონ ყურძნის შესყიდვა-გადამუშავება და წარმოების პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის კომპანია, რომელიც:
2020 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“, ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ. ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს: 1კგ. რქაწითელი – 0,30 ლარი; 1კგ. კახური მწვანე – 0,30 ლარი”,– განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.