კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია.
მისი თქმით, რეგიონში კორონავირუსზე ტესტირებულ 176 პირს ვირუსი არ დაუდასტურდა.
,,კახეთის რეგიონში კარანტინის 4 ლოკაციაზე იმყოფება 160 მოქალაქე. თვითიზოლაციაში კი 34 პირი. ასევე მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. 15 აგვისტოს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 176 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ტესტირებულია 13059 ნიმუში.