დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი სახლები-სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა გორი დააზიანა.
წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა სოფელში, საცხოვრებელი სახლები დატბორა და გზები დააზიანა.
ადგილობრივების განმარტებით, ხიდის მშენებლობისათვის, მდინარის კალაპოტია შეცვლილი, თუმცა წვიმის შედეგად მოსულმა ნალექმა, კვლავ ძველ კალაპოტში გაიარა და ერთი თვის წინ აშენებული ხიდი, დააზიანა.
მათივე ინფორმაციით, სანიაღვრე არხებიდან გადასული წყალი, საცხოვრებელ სახლებში შევარდა 18 ოჯახის პირველი სართულები დატბორა.
დაზარალებულების თქმით, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდათ.
მოსახლეობა, დახმარებას ითხოვს.