დავით ბაქრაძემ გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
„ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე გურჯაანში მხარდამჭერებს შეხვდა და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და ადგილობრივების პრობლემებზე ისაუბრეს.
„ევროპული საქართველოს” ლიდერების შეფასებით, ვენახის მოვლა და ყურძნის ფასი ის მთავარი გამოწვევაა, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.
პრობლემების მოგვარების მიზნით, პარტიის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ცვლილებების აუცილებლობას და მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ სამომავლო და სოციალურ-ეკონომიკური ხედვა გააცნეს.
„კახეთში ძალიან მწვავედ დგას ყურძნის ფასის პრობლემა, რასაც მოგვარება – არჩევნებზე მოსვლა და გამარჯვება სჭირდება. სწორედ ამიტომ იბრძოლებს „ევროპული საქართველო“ გურჯაანში“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.