თელავში, ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო
თელავში, ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილის პერსონალური საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო.
,,Colorless Telavi” – ამ სახელწოდების
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მთავარი თემატიკა Covid 19 იყო.
გამოფენაზე მისულმა დამთვალიერებელმა ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაღებული დაცარიელებული ქალაქის ქუჩების 40-მდე შავ-თეთრი ნამუშევარი იხილა.
გამოფენას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, ,,ქართული ოცნებიდან,, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ექიმები და ეპიდემიოლოგები დაესწრნენ.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული თელაველი ქალბატონის ნინო მაისურაძის ანგარიშზე.
ავტორი:მარიამ ოქროცვარიძე, თოენიკე ხალხელაური