საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს.
„ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან და დადასტურება იქნება წლევანდელი რთველიც. ისე როგორც დავაბინავეთ ატამი, დავაბინავებთ ვაშლს, შემდეგ თხილსა და ციტრუსს.
არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ყველამ ერთად, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეს უნდა მივხედოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი გვაქვს საშრომი იმისთვის, რომ ბავშვებს კარგი განათლების სისტემა შევუქმნათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ მოხუცები, ღვაწლმოსილი პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობდნენ, მომსახურება ჰქონდეთ ჯანმრთელობის და სოციალური დახმარება ჰქონდეთ ნორმალური. ყველაფერი უნდა გავაკეთით იმისთვის, რომ ჯან-ღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ოჯახები ღირსეულად არჩინონ. ეს არის ძირითადი მიზანი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანზე ზრუნვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.