მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს.

სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს. კახელები ამას კარგად ხედავენ და კარგად გრძნობენ.

ხელისუფლების ანტიკრიზისული პაკეტები უკვე მოქმედებაშია და მის ნაყოფსა და შედეგს უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს.

წარდგენას დავასწარი და საგარეჯოს უმრავლეს სოფელში უკვე შევხვდი მოსახლეობას. ცხარე დისკუსიებიც გვქონდა და აქტიური მსჯელობებიც. ვნახე, რამდენი საქმეა გაკეთებული, ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა საქმე კიდევ ბევრია.

,, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას, ეს არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. აგრეთვე დღევანდელმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ გამოწვევად დაგვისახა წინ ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება.

ეს და კიდევ სხვა საკითხების მოგვარება ხელს შეუწყობს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეგიონალური განვითარების პოლიტიკის განხორციელებას, რომლის ნაწილიც არის ქალაქში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების დაახლოება. სწორედ ეს სტრატეგია უნდა გახდეს ქვაკუთხედი ჩვენი როგორც სახელმწიფოსი და ჩვენი როგორც კახეთის რეგიონის დაახლოების ევროპასთან. ღირებულებები, რომელიც გვაქვს, ნამდვილად ევროპულია. 

მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ რაღაც პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი, მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება არის ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილი”, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.