ახალი ამბები

სოფელ ვანთაში 70 წლის კაცს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრებ მერაბ ამბროსიძეს მეოთხე დღეა ეძებენ.

ის სახლიდან გავიდა და მას შემდეგ, ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცის.

მამაკაცის ოჯახის წევრების თქმით, გაუჩინარების შესახებ, სამართალდამცველებს თავად შეატყობინეს.

მამაკაცის ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია ჩართული.