გიორგი გახარია რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობას ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერთან, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად “რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში” იმყოფებოდა.
მეურნეობის მფლობელმა გიორგი ალადაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს პროდუქციის წარმოების შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით, მეურნეობის მოწყობისთვის ჯამში 500 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
,,საწარმომ ევროპაში ექსპორტზე დაახლოებით 11 000 ბოთლი სხვადასხვა ჯიშის და დასახელების ბიოღვინო გაიტანა. მეურნეობაში ათობით ადამიანია დასაქმებული”,– განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას ბანცხადებით, აღნიშნული მეურნეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ აუცილებელია იმ უდიდესი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ რეგიონს ბუნებრივად აქვს.
,,ხელისუფლებისთვის ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა პრიორიტეტულია და ამ კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის სახით უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გარდა ამისა, გრძელდება მოსახლეობის მხარდაჭერა რთველის სეზონზე, რათა შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, ადგილობრივებს ყურძნის მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ.
2013-2019 წლებში ჯამურად რეგიონში 1 120 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, ფერმერების მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა“,– განაცხადა გიორგი გახარიამ.