სოფელ ნანიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის სხვა სახლზე გავრცელების საფრთხეც არსებობდა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე ექვსი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.