ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში ეპიდკვლევა მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, უკვე მეორე დღეა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, მანანა გოგაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა და პასუხი გუშინ გახდა ცნობილი.

,,ინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინიდანაა და ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს. 27 წლის კაცს ტექსტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა.

ტესტმა „კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. მამაკაცი ოჯახში ოთხი დღის წინ იმყოფებოდა და სოფელში რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ყველა მათგანის ვინაობა დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დაინფიცირების წყარო ჯერ უცნობია“, – აცხადებს გოგაშვილი.