გურჯაანში მცხოვრები მამაკაცის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცს, რომელიც 4 დღის წინ სოფელში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, თუმცა არცერთ მათგანს ვირუსის საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მოძიებულია დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 7 პირი.
ინფიცირებული მამაკაცი ამ ეტაპზე თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს.