გურჯაანში 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს.
მამაკაცს სავალდებულო ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა და კონტაქტი სოფელში რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა, რომლებიც ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თავად დაინფიცირებული კი თბილისშია გადაყვანილი.
ეპიდემიოლოგების თქმით, მამაკაცის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.