ახალი ამბები

,,ნაციონალური მოძრაობიდან” გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ოლქში კენჭს ლევან ბეჟაშვილი იყრის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ოლქში ლევან ბეჟაშვილი იქნება.

კახეთის მეორე საარჩევნო ოლქში კი რომელიც თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი იყრის კენჭს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

მათ შორის კახეთში ორი, საიდანაც ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.