სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ ოჯახს თავს დაესხნენ და ძვირფასეულობა გასტაცეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, ერთ–ერთი ადგილობრივის, ლამია ილიაზოვას საცხოვრებელ სახლში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა გაიტაცა.
სამართალდამცველებმა მამაკაცის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს და მის დასაკავებლად, სამძებრო- საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.