კომპანია “ფრონტერას” დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს
ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერას” დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს.
ისინი სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათი ხელფასები გასასტუმრებელია. ხოლო სასამართლო დავა, რომლითაც ისინი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ ჭიანურდება.
,, ჩვენი ხელფასი დღემდე არ გაუსტუმრებიათ. ნედლეულის გატანის შესაძლებლობა მივეცით, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არ აპირებენ დავალიანების დაფარვას. სასამართლოსაც არ გამოაქვს გადაწყვეტილება და გამოუვალ მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.
კომპანიის ხელმძღვანელებიდან თანამშრომლებს, არავინ გამოხმაურებია.
” ფრონტერას” თერთმეტთვიანი დავალიანება თანამშრომლების მიმართ მილიონ ლარს აღწევს.
საბადოს თანამშრომლები, პერმანენტულ აქციებს წელიწადზე მეტია მართავენ. მათ სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს.
” ფრონტერას” წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებდა სახელმწიფოც, რაც ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.