ლაგოდეხში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
,, 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება „ქართული ოცნების” ოფისში მოხდა. შეხვედრა სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად მოხდა და დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების” სასარგებლოდ”,– აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.