ახალი ამბები

სოფელ ვაჩნაძიანში ორი სახეობის პორტვეინის დამზადება დაიწყეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში საოჯახო მარანში ,,იბერო“ ორი სახეობის პორტვეინის დამზადება დაიწყეს.

მარნის მფლობელი შოთა ნატროშვილი განმარტავს, რომ მათ მარანში წარმოეუბულ თეთრ და წითელ პორტვეინზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

,,ამ დროისთვის ვაწარმოებთ მცირე რაოდენობით თეთრ და წითელ პორტვეინს. ასევე სამი სახეობის მშრალ ღვინოს: საფერავს, რქაწითელს და ხიხვს. გვაქვას ჩვენი ჭაჭა, რომელიც ხუთი წლის დაძველებითაა’’,– განუცხადა Knews.ge-ს შოთა ნატროშვილმა.