დატბორილი სახლები, განადგურებული ვენახები და დახოცილი შინაური ფრინველი- სტიქია ლაგოდეხში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მსხალგორს და ბაისუბნში წუხელ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ათეულობით ოჯახი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები, დაგლეჯილია მრავალწლოვანი ნარგავები და დახოცილია შინაური ფრინველი.
ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევარდნილმა წყალმა გაადგურა ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები.
მოსახლეობა მომხდარის მიზეზად გაუწმენდავ სანიაღვრე არხებს ასახელებს.
გლეხები დახმარებასა და სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვს.