სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში, სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს ტრაქტორს ცეცხლი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟის მისვლამდე, ნოდარ ბოლღაშვილის კუთვნილი ტრაქტორი მთლიანად დაიწვა. მან ალმოდებული ტექნიკა სწრაფად დატოვა და დაზიანება არ მიუღია.
თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლის მიმდებარე ნაკვეთებში გავრცელების საფრთხე მეხანძრე- მაშველებმა დროულად აღკვეთეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.