ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ქარმა სოფელ ნუკრიანში მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა – ვიდეო

სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში პრობლემები შექმნა. 

ძლიერმა ქარმა ერთ–ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა, რომელიც სახლსა და ეზოში მდგარ მანქანას დაეცა.

დაზარალებულის, მიხეილ ღლიღვაშვილის თქმით, სტიქიამ მესერიც დააზიანა.

,,დილის რვა საათზე გავიგე ხმა. გამოვედი და ვნახე, რომ ქარს მრავალწლოვანი ხე მოუგლეჯია, რომელიც მანქანას და სახლს დაეცა. შველას ვითხოვდი, მაგრამ ვერავის გავაგონე ხმა. გამინდგურა ყველაფერი და ვის მივმართო დასახმარებლად არვიცი”,– განაცხადა knews-სთან მიხეილ ღლიღვაშვილმა.