23 წლის ქართველი ქალი ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს
ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, საქართველოს მოქალაქე 23 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ, ესპანეთში ქართული დიასპორა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, ქალაქის ერთ- ერთ პარკში, ხეზე ჩამომხრჩვალი მეუღლემ ნახა.
ოჯახი წარმოშობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდანაა.
გარდაცვლილის ახლობლები, მკვლელობის ვერსიას განიხილავენ.
მათი ინფორმაციით, ქალი გარკვეული ოდენობის თანხის დაკარგვის გამო, პოლიციაში საჩივრის შეტანას აპირებდა და ამის გამო, მოკლეს.
ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება, თანხის დაკარგვის ამბის გახმაურებას დროში ემთხვევა.
ესპანეთში ქართული დიასპორის ინფორმაციით, ქალი 3 თვის ორსული იყო და ვალენსიაში მოხუცის მომვლელად მუშაობდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ქალის საქართველოში გადმოსვენება უახლოეს დღეებში იგეგმება.