სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა პირუტყვი იხოცება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა საქონელი იხოცება.
მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლისდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ საძოვარზე 6 სული პირუტყვი ერთ დღეს დაეცა.
ადგილობრივევის განცხადებით, დანარჩენების გადარჩენა ვეტერინარებმა მოახერხეს.
მოსახლეობა საქონლის დახოცვის სავარაუდო მიზეზად მდინარე ალაზნის წყალში გაშვებულ ნარჩენებს ასახელებენ.
მათი ინფორმაციით, ზარალი ათასობით ლარს შეადგენს.
სოფელში, საქონლის დაცემის ადგილას, პოლიცია, ახმეტის მერიის წარმომადგენლები და სურსათის უვნებლობის სამსახური იმყოფებოდნენ.
სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა ნიმუშები აიღეს, რომელთა ანალიზის საშუალებით საქონლის დაცემის მიზეზი უნდა დადგინდეს.
მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.