ახალი ამბები

რა გავლენას მოახდენს თელავში ხეებზე გარშემორტყმული ასფალტის საფარი

თელავში ალაზნის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშოების დროს ხეები ასფალტის საფარ ქვეშ მოჰყვა, რასაც შესაძლოა მრავალწლოვანი ნარგავების გახმობა გამოეწვია.

ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში კახა სუხიტაშვილმა განგვიცხადა, რომ თუ აღნიშნული საფარი მალე მოიხსნება, არ წარმოადგენს საშიშროებას.

“დღესვე გააკეთებენ ასფალტის ამოჭრას, ჯერ არ არის სარემონტო სამუშაოები დასრულებული. ახლა არის მუშაობის პროცესი, ამოიჭრება ხეების გარშემო ასფალტი, გალამაზდება და ბორდიულიც გაკეთება” განუცხადა knews.ge თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა, დავით ქსოვრელიშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შპს “გზამშენი 2005″–ის დირექტორმა ტარიელ ლაჩაშვილმაც.
“აღნიშნული ობიექტი ჯერ არ დამთავრებულა. როცა დასრულდება ნახავთ, რომ ასფალტი იქნება ხეების გარშემო ამოჭრილი”

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე