სოფელ დუისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
სამართალდამცავები საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 236- ე მუხლებით გამოიძიებენ, რაც მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა ტარებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ პანკისის ხეობაში უკვე გამოკითხა რამდენიმე პირი, მათ შორის ერთ- ერთი, 2019 წელს საკობიანოში მომხდარი დაპირისპირების დროს გარდაცვლილი ვისო მუთოშვილის ძმაა.
ამ ეტაპზე სამართლადამცავებს არავინ დაუკავებიათ. მურად ქავთარაშვილის სახლი წუხელ უცნობმა პირებმა დაცხრილეს. ამ დროს სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა.
ისინი შემთხვევას უვნებლები გადაურჩნენ. შეგახსენებთ, მურად ქავთარშვილი, 2019 წელს, სოფელ საკობიანოსთან მომხდარი გვარებს შორის დაპირისპირების ერთ- ერთი ფიგურანტია.
ორმხრივი სროლის შედეგად ის ფეხში იყო დაჭრილი. გვარებს შორის სისხლიანი დაპირისპირების დროს 37 წლის ვისური მუთოშვილი გარდაიცვალა.
უკავშირდება თუ არა წუხელ მომხადრი ფაქტი შურისძიებას ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.