ახალი ამბები

თელავში, ალაზნის გამზირზე ავტოავარია მოხდა

თელავში, ალაზნის გამზირზე ავტოავარია მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარიის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე