ახალი ამბები

პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ბავშვები იპოვა

პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ბავშვები თბილისში იპოვა.

სამართალდამცავებმა 11 წლის ბავშვი თბილისში, ლილოს დასახლებაში იპოვა, 14 წლის მოზარდი კი ისანში იპოვა.

ორივე მოზარდი პოლიციაშია გადაყვანილი და მათ სამართალდამცავები გამოკითხავენ. ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, 11 და 14 წლის მოზარდები დედოფლისწყაროდან გუშინ გაუჩინარდნენ.