ახალი ამბები

მრავალფეროვნება, ინკლუზია და ქალთა თანაბარი მონაწილეობა თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში (R)

სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს ტრენინგს თემაზე: „მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობები თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“.

ტრენინგი იმართება პროექტის „მრავალფეროვნების მართვა და ქალთა თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერა თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური გარემოს განვითარებას აღნიშნულ სექტორში, ასევე საზოგადოებაში თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული რეფორმისა და დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხების აქტუალიზაციას, საზოგადოების ჩართვას ამ სფეროს შესახებ დისკუსიებში.

მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ზემოთ აღიშნულ საკითხებთან დაკავშირებით; მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რომელიც მომავალში თავიანთი პროექტების, ასევე სხვადასხვა საკითხებზე ადვოკატირების სტრატეგიის შექმნაში და განხორციელებაში დაეხმარებათ.

პროექტის მონაწილეები არიან ახალგაზრდები კახეთის რეგიონიდან.