დისკუსიების სერია თელავში (R)
სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მმართველობის ცენტრის მხარდაჭერით თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 27–28 ივლისს გამართავს დისკუსიებს უსაფრხოების სექტორის რეფორმის მნიშვნელოვანი საკითხები შესახებ.
27 ივლისს დისკუსია გაიმართება თემაზე – უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობა კრიზისების დროს
28 ივლისს კი, პოლიციის კეთილსინდისერების გაძლიერება, როგორც პოლიციის რეფორმის უმნიშვნელვანესი კომპონენტი
შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან ექსპერტები, რომლებიც იმსჯელებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა დემოკრატიული პროცესის განვითარების ხელშეწყობისთვის და რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო დღეს გლობალური პანდემიის პირობებში.