თელავში, შშმ პირი მიუსაფარმა ძაღლმა დაკბინა
თელავში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მიუსაფარმა ძაღლმა დაკბინა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერეკლე მეორეს სახელობის გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალი ძაღლმა წააქცია და რამდენჯერმე უკბინა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს, ძაღლისგან თავის დაღწევაში, გამზირზე მყოფი უცხოელები დაეხმარნენ.
დაშავებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი აცრა ჩაუტარეს.
დაკბენილი ქალი, ამჟამად, სახლში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.