ათწლეულების შემდეგ თუშეთში პურის ყანა აღადგინეს
ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების ინიციატივით, თუშეთში, სოფელ ომალოში პურის ყანა აღადგინეს.
ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელი ლალი მესხი განმარტავს, რომ ყანა საპილოტე პროექტის ფარგლებში აღადგინეს.
,, თუშეთში პურის ყანა აღადგინეს, ათწლეულების შესვენების შემდეგ ომალოში ისევ ბიბინებს დიკა, დოლი და თავთუხი. წელს შემოდგომაზე პურის ცხობაზე გეპატიჟებით თუშეთში.
ჩვენი ასოციაციის ხელშეწყობით მიმდინარეობს ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გამრავლება მაღალმთიან ტურისტულ რეგიონებში. ამ სიახლის შემდეგ, სოფელი გაძლიერდება, თავისი პური ექნება”, – განაცხადა ლალი მესხმა.