კახეთში 199 მოქალაქიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
მისი განმარტებით, 22 ივლისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 199 ნიმუში და ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.
,,კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ოთხ კარანტინის სივრცეში იმყოფება 245 მოქალაქე. თვითიზოლაციაში 47, ხოლო მედიკოსების მეთვალყურეობიდან მოიხსნა 24 პირი. გარდა ამისა, ასევე მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 9274 ნიმუში”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.