ახალი ამბებიღია სტუდია

ვაკანსია მეცხოველეობის ფერმისა და სადემონსტრაციო ნაკვეთის თანამშრომლის შესარჩევად

სამუშაო ადგილი

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“  მეცხოველეობის ფერმა, სოფ. ზემო ხოდაშენი, ახმეტა, კახეთი

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ (www.elkana.org.ge) დაფუძნდა 1994 წელს. იგი ფერმერთა გაერთიანებაა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიომეურნეობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ორგანიზაციის წევრები არიან ცალკეული ფერმერები, ასოციაციები, კოოპერატივები, საწარმოები და სხვ. – დღეისათვის ასოციაცია „ელკანა“ ემსახურება 2,000-ზე მეტ მეურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

2011 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების ფერმა და სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც დღეს მოშენებულია კახური ღორი, ქაეთული მთის ძროხა, ქათმის ორი ადგილობრივი პოპულაცია, იხვი. ასევე ტერიტორიაზე მოწყობილია პერმაკულტურის ნაკვეთი, დარგულია ადგილობრივი ჯიშის ხეხილი, ვაზი, გაშენებულია ქარსაფარი. ფერმის ტერიტორია აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემითა და  მზის ბატარეებით. ფერმაში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ტიპის დარგობრივი შეხვედრები და ტრენინგები ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

ინფორმაცია თანამშრომლის ვაკანსიის შესახებ

               ძირითადი მოვალეობები:

  • ფერმაში არსებული საქონლის, ღორის და ფრინველის მოვლა;
  • ფერმის შენობასა და მთელ ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა;
  • ნარგაობების მორწყვა, მოვლა, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება;
  • სარწყავი სისიტემის მუშაობაზე ზედამხედველობა, მცირე ხარვეზების შეკეთება;
  • მიმდინარე სამუშაოების ჩატარება ფერმასა და სადემონსტრაციო ნაკვეთზე.

მოთხოვნები კვალიფიკაციის მიმართ:

  • მეცხოველეობაში და/ ან სოფლის მეურნეობის სხვა დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მანქანის ტარების ცოდნა და მართვის მოწმობის ქონა.

               უნარები:

  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული საშტატო ერთეული. ანაზღაურება შეთანხმებით;
  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთთვიან გამოსაცდელ პერიოდს ანაზღაურებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ:

  • თქვენიCV (ინფორმაცია თქვენ შესახებ) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე –  administration@elkana.org.ge
  • სათაურისველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფერმის თანამშრომელი
  • ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომრებზე – 599 551 068; 591 195 515

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, ფერმის ტერიტორიაზე.

შემოთავაზებების გამოგზავნის ბოლო ვადა – 2020 წლის 15 აგვისტო.