ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აღდგა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე – მე-40 კილომეტრის მონაკვეთზე უამინდობის შედეგად ჩამოშლილი მიწა უკვე გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა.
როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა პირველ არხთან განცხადა, იმუშავა შესაბამისმა ტექნიკამ და გზის გაწმენდა მოხერხდა.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთი წვიმების შედეგად, მიწის მასის ჩამოწოლის გამო 22 ივლისს, დილით ჩაიკეტა.
გზას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.