კახეთიდან დღეში, დაახლოებით, 600-დან 800 ტონამდე ხილი გადის ექსპორტზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი კახეთის რეგიონში, სოფელ ჩუმლაყში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.
სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, წელს მოსავლის რეკორდული რაოდენობაა. სასიხარულოა, რომ დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავალი 22 000 ტონამდეა.
„დღეში, დაახლოებით, 600-დან 800 ტონამდე ხილი გადის ექსპორტზე. წელს მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. ყველა მათგანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
ატმის მოსავლის აღება-დაბინავების სამუშაოებზე, დაახლოებით 2000-მდე ადამიანია დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რათა ფერმერებს მოსავლის აღება-დაბინავების და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.