სოფელ კაზლარში წვიმამ შიდა გზები დააზიანა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში, ძლიერმა წვიმამ შიდა გზები დააზიანა.
ადგილობრივების განცხადებით, სოფელში მოსულ ნიაღვარს ხევის წყალიც შეუერთდა და წყლის გაყვანილობისათვის გათხრილი გზები წაიღო.
,,გზები კარგა ხანია გადათხრილია, წყალი გამოჰყავთ. მოვიდა დიდი წვიმა, ადიდდა ხევიც და გზები სულ განადგურდა“, – განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ინფორმაციით, გზების მოწესრიგება ხვალიდან დაიწყება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსა და კაზლარში, ძლიერი წვიმების დროს შიდა გზები, უკვე რამდენჯერმე დაზიანდა.