თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება შეიზღუდა.
უწყების ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.
,, ამჟამად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საავტომობილო გზა დაკეტილია ორივე მიმართულებით”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.